შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche აშშ-ში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 50 მლრდ დოლარის ინვესტიციას აანონსებს.
Associated Press-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანია, ამ პროექტით, ამერიკაში 12 000 სამუშაო ადგილს შექმნის.
Roche, რომლის პროდუქტების ასორტიმენტი სიმსივნისა და გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებსაც მოიცავს, განცხადებაში აღნიშნავს, რომ ინვესტიცია მაღალტექნოლოგიური კვლევისა და განვითარების ობიექტებსა და ახალ საწარმოებს ისეთ რეგიონებში, როგორებიც კალიფორნია, ინდიანა, მასაჩუსეტსი და პენსილვანიაა.
შეგახსენებთ, სანამ ტრამპი სატარიფო გეგმას 90 დღის ვადით დააპაუზებდა, შვეიცარიის მიმართ 31%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდა, რაც ევროკავშირისაზე 21%-ით მეტია. მართალია, შვეიცარია ევროკავშირის წევრი არაა, მაგრამ ამ გაწევრიანების წარმომადგენელი 4 ქვეყნით არის გარშემორტყმული - გერმანია, ავსტრია, იტალია და საფრანგეთი.
აღვნიშნოთ ისიც, რომ 18 აპრილს CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვილ ამერიკელ ბიზნესმენთა საკმაოდ დიდი ნაწილი შვეიცარიულ ბანკებში ანგარიშების გახსნასა და იქ უძრავი ქონების შეძენას ცდილობს.