თბილისი, საქართველო — PVH Corp.-მა, გლობალურმა კორპორაციამ, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების უკან დგას, როგორებიცაა Calvin Klein, Tommy Hilfiger და TommyJeans, რამდენიმე დღის წინ თბილისში ორდღიანი რეგიონული ტრენინგი გამართა, მის ქართველ პარტნიორთან, დრესაპ ჯგუფთან ერთად. ღონისძიება ოფიციალური სლოგანის -“Stay Connected”-ის (კავშირების გამყარება) გარშემო წარიმართა. ეს მოიაზრებდა მარტივ იდეას და რვა ქვეყნის: უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის,ყირგიზეთის, საქართველოსა და იტალიის - წარმომადგენლებს კომუნიკაციების გამარტივებასა თუ მომავალი თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.
თბილისში გამართული სემინარი (Workshop) Calvin Klein-ისა და Tommy Hilfiger-ის სავაჭრო სივრცეების ვიზუალური მერჩენდაიზინგისკენ იყო მიმართული. კერძოდ, PVH-ის გლობალური სტანდარტების ტრენინგი: მაღაზიის დეტალურ განლაგებაზე, ადგილზე ტანსაცმლის წარმოდგენასა და სეზონურ ცვლილებებზე, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, ბრენდული გამოცდილების უზრუნველყოფადაა საჭირო. ორდღიან სესიას, PVHის წარმომადგენლები იტალიიდან, ვინჩენცო იოვინე (ვიზუალური მერჩენდაიზინგისმენეჯერი CK/TH CIS+) და ფედერიკა პრეტე (ვიზუალური მერჩენდაიზერი) უძღვებოდნენ.
„ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო შეხვედრა - ეს იყო სხვადასხვა ქვეყნებს შორის კავშირების გამყარება და თბილისი იდეალური ადგილი აღმოჩნდა ამის განსახორციელებლად.“- ვინჩენცო იოვინე, PVH იტალია
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თბილისის მაღაზიები და ჩართულ იყვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, ერთობლივ დისკუსიებსა და PVH-ის ექსპერტებთან ერთად, მაღაზიის სივრცეების მოწყობაში.
ღონისძიებამ ასევე გამოკვეთა „დრესაპ ჯგუფის“, PVH-ის ექსკლუზიური პარტნიორის როლი საქართველოში, როგორც რეგიონში სწრაფად მზარდი მოდის საცალო ვაჭრობის ლიდერი.Dressup Group აგრძელებს ინვესტირებას თანამშრომლების განვითარებაში, ტრენინგებსა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში - რითაც კიდევ უფრო აძლიერებს აღნიშნულ პარტნიორობას. აღსანიშნავია, რომ Calvin Klein და Tommy Hilfiger ჯგუფს 2023წელს შემოემატა და ბოლო ორი წლის განმავლობაში, PVH-თან პარტნიორობის განმტკიცების პარალელურად, ეს ბრენდები მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდნენ ადგილობრივ ბაზარზე.
„ჩვენთვის, Dressup Group-ისთვის, დიდი პატივია, რომ თბილისი - PVH-ის პირველი რეგიონული ტრენინგის მასპინძელ ქალაქად შეირჩა. საქმის პროფესიონალების შეკრება და განსხვავებული გამოცდილებების გაზიარება მნიშვნელოვანი პრაქტიკაა.“ - ლევან ლეკიშვილი, Dressup Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ეს რეგიონული ტრენინგი წარმოადგენს PVH-ის მიმდინარე სტრატეგიის კიდევ ერთ ნაბიჯს ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საცალო ვაჭრობის გუნდების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, ოპერაციული სრულყოფილებისა და ბრენდის თანმიმდევრულობის ხელშესაწყობად საერთაშორისო ბაზრებზე.
R