ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ევროკავშირმა ციფრული წესების დარღვევისთვის Apple 500 მილიონი ევროთი, ხოლო Meta 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა ციფრული წესების დარღვევისთვის Apple 500 მილიონი ევროთი, ხოლო Meta 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Apple-სა და Meta-ს ჯარიმები ციფრული ბაზრების აქტის (DMA) დარღვევისთვის დაუწესდათ.

ევროკომისიის განცხადებით, Apple-მა App Store-ის რეგულაციები დაარღვია, ხოლო Meta-ს ჯარიმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დაეკისრა.

“ჩვენი მოვალეობაა ევროპაში ჩვენი მოქალაქეები და ინოვაციური ბიზნესები დავიცვათ“, - განაცხადა ევროკომისარმა ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჰენა ვირკუნენმა.

Apple-მა განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ხოლო Meta-მ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ცდილობს წარმატებულ ამერიკულ ბიზნეს კომპანიებს ხელი შეუშალოს“.