ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ChatGPT პასუხებში Washington Post-ის კონტენტს გამოიყენებს

OpenAI-მ გამოცემა The Washington Post-თან (WP) პარტნიორობის შესახებ განაცხადა და მომხმარებლებისთვის თავისი ChatGPT-ის პასუხებში გამოცემის ორიგინალი კონტენტის რეზიუმეს, ციტატებსა და ბმულებს აჩვენებს.

ამით WP-ს ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათბოტ ChatGPT-ის აუდიტორიის მიზიდვა სურს, რომელიც უკვე, დაახლოებით, მილიარდ ადამიანს ითვლის. ამასთან, ჩათბოტის დეველოპერები მომხმარებლებს „დროულ და სანდო ინფორმაციას“ მიწვდიან.

WP-მა გარიგების ოდენობა არ გაამჟღავნა. თუმცა ცნობილია, რომ კიდევ ერთ გავლენიან გამოცემა The Wall Street Journal-ის მფლობელ News Corp-თან პარტნიორობა OpenAI-ს ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა, 250 მლნ დოლარი დაუჯდეს. კომპანიამ გამოცემას, ასევე, კონტენტისთვის და პასუხებში მისი გამოყენებისთვის გადაუხადა.

ცნობისთვის: OpenAI-ს მსგავსი პარტნიორობა ბრიტანულ The Guardian-თან და ამერიკულ Axios-თან აქვს გაფორმებული. ამ უკანასკნელს კომპანიამ ოთხ ქალაქში რედაქციების გახსნა დაუფინანსა. მთლიანობაში, OpenAI ოცზე მეტ საინფორმაციო გამომცემელთან თანამშრომლობს. თუმცა The New York Times, პირიქით, OpenAI-ს იმის გამო უჩივის, რომ კომპანია მის ტექსტებს ჩატბოტის გასაწვრთნელად იყენებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ