„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ წლიურ ჭრილში 14.3%-ით გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელიც - 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 7.1%-იანი კლების შემდეგ. ასევე, იმპორტი წლიურად 14.3%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 3.9%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, მარტში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.8%-ით გაიზარდა 837.3 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 28.9%-ით გაიზარდა და 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 20.1%-ით გაიზარდა და 4.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიზში.