„ტარიფები, ჩინეთთან მიმართებით, არსებითად დაიკლებს, თუმცა ნული არ იქნება“, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად ჩინური იმპორტის იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, 35%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს, ხოლო იმ პროდუქტებზე, რომლებსაც აშშ-ის ინტერესებისთვის „სტრატეგიულად“ თვლიან - 100%-იანის. აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენლობითმა პალატამ გასული წლის ბოლოს შეიმუშავა. კანონპროექტი, ამ გადასახადების მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდებასაც ითვალისწინებს.
„ტარიფები, ჩინეთთან მიმართებით, არსებითად დაიკლებს, თუმცა ნული არ იქნება. ისინი ასეთი მაღალი არ იქნება... ამასთან ახლოსაც არ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებების პოზიტიური ნოტით გაგრძელდება და შეთანხმებასაც მიაღწევენ. თუმცა, ასევე დასძინა, რომ „თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, შეთანხმებას აშშ დაადგენს“.