ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ისტორიული მაქსიმუმი - საქართველომ 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმით რეკორდული თანხა გამოიმუშავა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურიზმიდან, 826 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

„საქართველოში, 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 826 მილიონს მიაღწია“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლევანდელ პირველ კვარტალში ქვეყანამ ტურიზმით 825 975 424 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ირაკლი ფოფხაძე