დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს, 31 192 სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. ამის შესახებ ვკითხულობთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშში, რომელიც დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას ეხება.
„2024 წელს, პროგრამის ფარგლებში სულ დასაქმდა 31 192 სოციალურად დაუცველი. ასევე, 2024 წლის მდგომარეობით, პროგრამის დაწყებიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 32 804 მოსარგებლე (მათ შორის, 2024 წელს დასაქმდა 9 393 პირი), ხოლო საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 761-მა პირმა, მათ შორის 2024 წელს - 801-მა“, - აღნიშნულია სამინისტროს წლის ანგარიშში.
სოციალურად დაუცველთა მიმართ შემუშავებელი ეს სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1-ლი მარტიდან ხორციელდება.