ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ბევრი გამარჯვებული და მოულოდნელი პრიზები - ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი დასრულდა

500-ზე მეტი პროექტი და 8 გამარჯვებული - ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2025-ი დასრულდა. მარათონში მონაწილე ასობით სტარტაპს შორის ჟიურიმ თავისი რჩეული გამოავლინა. საინტერესო იდეებისა და მათი ეფექტურად წარდგენის გამო, პრიზები დაგეგმილზე მეტ გუნდს გადაეცა, რაც ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი უკვე მესამე წელია ტარდება და ის ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტი TBC for Youth, TBC for Business, Entrepreneur Georgia და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და სკოლის მოსწავლეებს, კერძოდ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.

alte5-1745486380.jpg

2025 წლის მარათონი ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. გუნდები გადიოდნენ მენტორშიპს, რათა დაეხვეწათ თავიანთი იდეები და დემო დღეს ეფექტურად წარედგინათ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიურისთვის. ფინალურ ეტაპზე 11 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც თითოეულმა კომპანიამ თავისი გამარჯვებულები გამოავლინა:

  • ალტე უნივერსიტეტის რჩეული: Polymorph, რომლის ავტორები დემეტრე არდოტელი, გიორგი მიქიაშვილი, ირაკლი მექვაბიშვილი და იაშო გელენიძე არიან;

alte2-1745486417.jpg

  • Entrepreneur-ის 3 რჩეული სტარტაპი: 1. G-AID, რომლის ავტორები თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მაჭავარიანი არიან;

alte4-1745486466.jpg

2. Astrobrain, ავტორები - თენგო კიტრიაშვილი, ნათია კურტანიძე და დავით ჯაჭვაძე; 3. სივრცე/Sivrce. ავტორები - ავტორები - გუგა მუჩიაშვილი და ანა ერისთავი;

alte3-1745486493.jpg

  • GITA-მ 4 გამარჯვებული წარადგინა: 1. G-AID; 2. Polymorph 3. Aquaguard, რომლის ავტორები არიან სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გეგეჭკორი; 4. სივრცე/Sivrce;

alte5-1745486528.jpg

  • TBC-მ გამოავლინა ერთი გამარჯვებული: სივრცე/Sivrce.

გამარჯვებულები შემდეგი პრიზები დაჯილდოვდნენ:

  • ალტე უნივერსიტეტი გამარჯვებულ გუნდს უნივერსიტეტში არსებული „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის” სერვისების გამოყენებით დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის განვითარებაში.
  • თიბისი თავის რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს, რომელიც მათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში დაეხმარება.
  • Entrepreneur Georgia რჩეული გუნდების მედია მხარდამჭერი გახდა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეა ფართო აუდიტორიას გააცნონ.
  • GITA • Tech Park კი საკუთარ რჩეულ გუნდებს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება, რაც მონაწილეებს მისცემს შანსს, თავიანთი იდეა რეალურად განახორციელონ.

თერთმეტივე გუნდის წევრს ალტე უნივერსიტეტისგან მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. განსაკუთრებით ემოციური იყო დაჯილდოების ცერემონია, რომელიც საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

ალტე უნივერსიტეტის რჩეული გუნდის Polymorph-ის წევრი, გიორგი მიქიაშვილი:

„ვამაყობთ ჩვენი თავებით, ასევე მადლობელი ვართ ალტე უნივერსიტეტის და იმ კომპანიების, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ ჟიურის წევრები. ასევე მადლობა ყველა მონაწილეს. ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენი იდეა არის არის პლასტმასის გადამდნობი დანადგარი. ვაცხელებთ პლასტმასას, შემდეგ ჰაერის წნევის დახმარებით ძაბრიდან გამოდის გადამდნარი მასა და შესაბამის ყალიბებში მზადდება. ს ყალიბი გაივლის მაცივარში და იღებს საბოლოო სახეს. შედეგად ვიღებთ გადამუშავებულ პლასტმასას. ეს ძალიან ეხმარება არა მარტო კომპანიებს, რადგან ძალიან ხარჯთეფექტურია, ასევე ბუნებასაც, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით პლასტმასა რჩება გადაუმუშავებელი, რაც დიდი პრობლემაა პლანეტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაში დიდ წვლილს შევიტანთ“, - აღნიშნა გამარჯვებული გუნდის წევრმა.

R