საბერძნეთში „საბავშვო ინტერნეტი“ - Kids Wallet ამოქმედდება

საბერძნეთი სპეციალურ აპლიკაცია Kids Wallet-ის გამოსაშვებად ემზადება, რომელიც მშობლებს საშიში ინტერნეტ-კონტენტისგან შვილების დაცვაში დაეხმარება. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.
პროგრამა ბავშვის ასაკს სახელმწიფო რეესტრის მეშვეობით შეამოწმებს და მშობლებს საშუალებას მისცემს, არასასურველი ვებ-გვერდები, ასევე, სოციალური ქსელები დაბლოკონ და ბავშვს ინტერნეტში დროც კი შეუზღუდონ.
სისტემა, ასევე, ბავშვის ასაკის შესახებ მონაცემებს ონლაინ-პლატფორმებს ავტომატურად გადასცემს, რაც სერვისებს საშუალებას მისცემს, შეუსაბამო კონტენტზე არასრულწლოვანების წვდომა დამოუკიდებლად, დამატებითი მოთხოვნების გარეშე შეზღუდონ.
მთავრობა აცხადებს, რომ KidsApp ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.
საბერძნეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მავნე კონტენტისა და ციფრული დამოკიდებულებისგან ბავშვების დასაცავად ევროკავშირმა ერთიანი წესები უნდა შემოიღოს, ასევე, „ციფრული სრულწლოვნების“ ასაკი 15 წლიდან განსაზღვროს. ამ ასაკამდე სოციალურ ქსელებში რეგისტრაციისთვის მშობლების თანხმობა იქნება საჭირო.
ქვეყანა, ასევე, ბრიუსელისგან მოითხოვს, ევროკავშირში გაყიდულ და ინტერნეტთან დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაში მშობლის კონტროლის ფუნქციის ჩაშენება სავალდებულო გახდეს.
ევროკავშირმა ეს წინადადებები შესაძლოა, 2026 წელს განიხილოს, ხოლო 2027 წელს, როცა ისინი კანონმდებლების მხრიდან განხილვის სტადიაზე იქნება, საბერძნეთს ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობითი თავმჯდომარეობა უწევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
17 მაი | 20 მაი | ||
1 USD | 2.7415 | 2.7406 | -0.03% |
1 EUR | 3.0686 | 3.0898 | 0.69% |
100 RUB | 3.3973 | 3.4109 | 0.4% |





