„ლონდონის მიმართულებით, რომ ვოცნებობდით, 2 ავიაკომპანია დაფრინავს, მაგრამ სად არის ბრიტანელი ტურისტი“?! – ცოტნე ჯაფარიძე

„ლონდონის მიმართულებით, რომ ვოცნებობდით, უკვე ორი ავიაკომპანია დაფრინავს, მაგრამ სად არის ბრიტანელი ტურისტი?! არ არის,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
„ახალი მიმართულებით გვემატება რეისები, მაგალითად, ლონდონის მიმართულებით, რომელზეც ვოცნებობდით, უკვე ორი ავიაკომპანია დაფრინავს, მაგრამ სად არის ბრიტანელი ტურისტი?! არ არის. ასეთი კარგი სიახლე როცა ხდება, ამას წინ უნდა უძღოდეს აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები, რათა მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია.
არ მინდა ამის მჯეროდეს, მაგრამ როგორც შემოვიდენ ეს ახალი ავიაკომპანიები, ისე გავლენ უკან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ Wizz Air-ზე, პრობლემები აქვთ მგზავრების რაოდენობაში. მითუმეტეს ახლა, როცა გაჩნდა ეჭვები, რომ შეიძლება გაგვიუქმონ უვიზო რეჟიმი, რაც რეალურია.
Wizz Air-ის ძირითადი მომხმარებლები ქართველები, ემიგრანტები და ემიგრანტების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც დადიან იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრრობს. იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია - ეს ის ქვეყნებია, სადაც მიდიან ქართველები. უვიზო მიმოსვლის გაუქმება კატასტროფა იქნება მთელი ქვეყნისთვის და ასევე ტურიზმისთვის, ყველა კომპანიისთვის, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილეობას იღებს ტურიზმის სექტორში,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
17 მაი | 20 მაი | ||
1 USD | 2.7415 | 2.7406 | -0.03% |
1 EUR | 3.0686 | 3.0898 | 0.69% |
100 RUB | 3.3973 | 3.4109 | 0.4% |





