2025 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.
„თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, გასული წლის მარტში ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა 1 130 გვტ. საათი იყო, წლევანდელ მარტში კი - 1 026 გვტ. საათი შეადგინა.
„2025 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.2%-ით, 1 026 გვტ. საათამდე შემცირდა. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 14.4%-ით, 831 გვტ. საათამდე გაიზარდა, თბოსადგურების გამომუშავება შემცირებულია 189 გვტ. საათამდე, რაც წლიური 52.2%-იანი კლებაა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება წლიურ ჭრილში 22.6%-ით შემცირდა და 6.5 გვტ. საათი შეადგინა“, - აღნიშნულია ანალიზში.
პუბლიკაციაში ასევე ვიგებთ იმაზე, რომ მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.2%-ით, 1 232 გვტ. საათამდე გაიზარდა.
„2025 წლის მარტში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიურად 4.2%-ით, 1 232 გვტ. საათამდე გაიზარდა. საცალო მოხმარება გაზრდილია 2.5%-ით, 6.93 გვტ. საათამდე, მსხვილი მომხმარებლების მოხმარება 16.6%-ით გაიზარდა და 285 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 3.1%-ით შემცირდა და 253 გვტ. საათი შეადგინა“, - აქცენტირებს „თიბისი“ კაპიტალი“.