ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
თეთრი სახლის ოფიციალური პირი - ტრამპმა და ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა სტივენ ჩუნგმა.

ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.