რა არის წარმატების საიდუმლო? - მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ახალგაზრდებს წარმატების მიღწევისთვის რჩევებს აძლევენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
მათ შორის არიან ისეთი ცნობილი მენეჯერებიც, როგორიცაა General Motors-ის, PepsiCo-ისა და Hewlett-Packard-ის აღმასრულებელი დირექტორები.
General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი, მერი ბარა:
"აკეთეთ ის, რაც ძალიან გინდათ და რაც ძალიან გიყვართ. თუ აკეთებთ ისეთ საქმეს, რისი კეთებაც გსურთ, ბუნებრივად აღწევთ წარმატებას".
Amerisource Bergen-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივ კოლისი:
"საუკეთესო რჩევა რაც ოდესმე მიმიღია, ეს იყო მამაჩემისგან, როდესაც მან მითხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ დაიწყებ საქმეს. მნიშვნელოვანია როგორ დაასრულებ მას".
PepsiCo-ის აღმასრულებელი დირექტორი, ინდირა ნუი:
"არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა. ძლიერი ლიდერები არიან ისინი, რომლებიც მთელი ცხოვრება სტუდენტები არიან".
The AES Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეს გლუსკი:
"არასოდეს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე. არ აქვს მნიშვნელობა, თავს ბედნიერად გრძნობთ, გაკვირვებული ხართ თუ გაბრაზებული. ამასთან, არასოდეს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე ამის შესახებ იმ ადამიანებთან არ ისაუბრებთ, რომელთაც ენდობით და რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით ცოდნა აქვთ".
Boston Scientific-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ მაჰონი:
"კარგი ლიდერები საკუთარ გუნდს პირველ ადგილზე აყენებენ და ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც დასაქმებულები თავს ძლიერად გრძნობენ, იდეების გაზიარება და უკუკავშირის გაკეთება შეუძლიათ. ინვესტიცია ჩადეთ თქვენს ხალხში და ისინი თქვენი ბიზნესის ინვესტიცია გახდებიან"
Los Angeles Opera-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტოფერ კოლში:
"რაც შეიძლება ახლოს იყავით საბოლოო პროდუქტთან. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირება მოახდინოთ მთავარ მისიაზე და ინსტიტუტის ღირებულებებზე. მაგალითად, მე ახლო კონტაქტი მაქვს ხელოვანებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შექმნან პროდუქტი სცენაზე".
Andreessen Horowitz-ის თანადამფუძნებელი, მარკ ანდრისენი:
"იყავით ისეთი კარგი, რომ სხვამ იგნორირება ვერ გაგიკეთოთ".
Hewlett-Packard-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარგარეტ უიტმენი:
"ჩემი რჩევა ახალგაზრდებისთვის ასეთი იქნება: თუ თქვენ მოხვდებით ისეთ კომპანიაში, სადაც ისეთ რამეს გავალებენ, რაც სწორად არ მიგაჩნიათ და თავს არაკომფორტულად გრძნობთ ხელმძღვანელობის და კომპანიის მიმართულების გამო, გაიქეცით".
Goldman Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლოიდ ბლანკფეინი:
"ფოკუსირებულები იყავით, რომ გახდეთ სრულყოფილი ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება სამსახურს და მის შინაარს, თუმცა მუშაობა არ არის ყველაფერი. ის თქვენ გჭირდებათ ინტერესებისთვის"
Foot Locker-ის აღმასრულებელი დირექტორი, კენ ჰიკსი: "იყავით პატიოსანი. იფიქრეთ. ეცადეთ უფრო მეტი".