"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს.წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა.
bpn.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს 1996 წელს დაბეჭდილი პუბლიკაციიდან, რომელშიც "კვირის პალიტრა" მოსახლეობას ქვეყანაში ახალი ვალუტის "დაბადებას" ამცნობს.
"1992 წლის მიწურულს რუსეთმა, პრაქტიკულად, შეაჩერა საქართველოსთვის ბანკნოტების გამოგზავნა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღო დროებითი ფული – კუპონი (1993 წლის აპრილი). კუპონის შემოღებისას თავიდანვე დაშვებული იყო შეცდომა – მთავრობამ, პარალელურად, მიმოქცევაში დატოვა რუსული რუბლი, რის გამოც კუპონი განწირულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, მთავრობა იძულებული გახდა, ეროვნული ბანკიდან აეღო სესხები და ამის საფუძველზე გაეწია ხარჯები. ამიტომ აღწევდა 1993-1994 წლებში ინფლაცია საშუალოდ, 50-70%-ს, ხოლო პური მხოლოდ ტალონებზე იყიდებოდა. იმ პერიოდში პენსია ამერიკული 10 ცენტის ეკვივალენტს, ხოლო საშუალო ხელფასი – 1,5 აშშ დოლარს შეადგენდა.
1995 წელს უკვე შესაძლებელი გახდა ჰიპერინფლაციის მოთოკვა და 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შემოვიდა ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი
. ქართულმა ლარმა არა მხოლოდ კუპონი, არამედ რუსული რუბლიც ჩაანაცვლა. ლარის პირველი პარტია საფრანგეთში დაიბეჭდა, საფრანგეთშივე მოიჭრა ქართული "თეთრები"..."კვირის პალიტრა"/ "საქართველოში ეროვნულმა ვალუტამ დაიდო ბინა"
1996 წ.
წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.palitral.ge/siakhleebi/695-chveni-epoqa-20-tseli.html?lang=ka-GE