ზუგდიდში იუსტიციის სახლი შენდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შენობა მიმდინარე წლის სახელმწიფო საბიუჯეტო პროგრამიდან − „იუსტიციის სახლების ფარგლებში მომსახურებათა ეფექტიანი წარმოება და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა“ - გამოიყოფა, რომლის მთლიანი მოცულობა 21 მილიონ 400 ათასი ლარია.