ღვინის ეროვნული სააგენტო, წლების მიხედვით, 1 კგ ყურძნის საშუალო ფასს აქვეყნებს.
სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, წლების მიხედვით ასეთი იყო: 2008 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 45 თეთრი, 2009 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 50 თეთრი, 2010 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 60 თეთრი, 2011 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 75 თეთრი, 2012- საფერავი 1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი, 2013- საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი, 2014 - საფერავი 2,50, რქაწითელი - 1,05 ლარი.