გინდათ მიაღწიოთ წარმატებას? მაშინ აუცილებლად სწორად უნდა გამოიყენოთ მენეჯერისათვის ერთ-ერთი უძვირფასესი რესურსი – დრო. ის არასდროს არ არის საკმარისი დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად, თუმცა მისი სწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია, იგივე დროში მეტი ამოცანის შესრულება. მინდა, რომ გირჩიოთ რამდენიმე წესი, რომელიც აამაღლებს თქვენს ნაყოფიერებას და უფრო ეფექტურს გახდის თქვენს ყოველდღიურ მუშაობას.
დაგეგმეთ დღე წინასწარ. მოქმედება წინასწარ მომზადებული გეგმის გარეშე წარუმატებლობის საფუძველია. დაგეგმვის დროს თქვენ უღრმავდებით შესაბამის საკითხს, ეს კი ხსნის თქვენს გონებას, მოდის სხვადასხვა განუმეორებელი იდეები. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ყოველი დახარჯული 1 წუთი დაგეგმვაზე სამუშაოს შესრულებისას გაზოგინებთ 5 წუთს. შესაბამისად, დღეში 20 წუთი რომ დაუთმოთ დაგეგმვას, დაახლოებთ დაზოგავთ 100 წუთს. თვეში ეს იქნება საშუალოდ 2500, ეს კი წელიწადში 30 000 წუთია, რაც დამატებით 2 სამუშაო თვეს ნიშნავს. წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ, თუ თქვენს კონკურენტებთან შედარებით წელიწადში 2 თვით მეტს იმუშავებთ. შესასრულებელი საქმეების გეგმა უნდა გქონდეთ გაწერილი, როგორც დღის, ისე კვირის თვის და წლის ჭრილშიც კი. აღსანიშნავია, რომ წარმატებულ და მსხვილ ორგანიზაციებში შესასრულებელი სამუშაოები იგეგმება რამდენიმე წლით ადრე.
ყოველი დღის ბოლოს მოამზადეთ მომავალი დღის სამუშაოების გეგმა, მიანიჭეთ საქმეებს პრიორიტეტები, აუცილებლად გადაიტანეთ წინა დღის დაუსრულებელი საქმეები მომავალი დღისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეს დაგეგმავთ საღამოს, მაშინ თქვენი გონება ღამეც ქვეცნობიერად მოემზადება მომავალი დღისათვის, თუმცა ცუდი არ იქნება თუ საქმეებს დაგეგმავთ სამუშაო დღის დასაწყისშიც. რაც უფრო ნათლად და დეტალურად იცით, რისი მიღწევა გინდათ, მით უფრო გაგიადვილდებათ მისი მიღწევა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად დაგეგმილი საქმე წარმატებით შესრულებული ამოცანის ნახევარია.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშაობთ გარკვეულ პროექტზე, ან ამოცანაზე, რომლის შესრულებას რამდენიმე მოქმედების შესრულება ესაჭიროება, პირველ რიგში შესასრულებელი სამუშაოები დაყავით საფეხურებად. დაალაგეთ საფეხურები პრიორიტეტულობის და თანმიმდევრობის მიხედვით, განსაზღვრეთ მათი შესრულებისათვის საჭირო დრო და დაიწყეთ მუშაობა გეგმის მიხედვით. დროულად შესრულებული ყოველი ქვეამოცანა შეგმატებთ ენთუზიაზმს, თვითდარწმუნებულობას და ყოველ შემდგომ საქმეს უფრო დიდი მონდომებით შეასრულებთ.
მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყებთ საქმეების ყოველდღიურად წინასწარ დაგეგვმას, თქვენ აღმოაჩენთ, რომ წარმატების მიღწევა უფრო მარტივია, საქმეები წავა უფრო სწრაფად და მარტივად. თქვენ იგრძნობთ თქვენ თავს უფრო ძლიერ პროფესიონალად, თქვენ გახდებით შეუჩერებელი წარმატების გზაზე.