NASA მარსზე კარტოფილის მოყვანას გეგმავს

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის სააგენტოს (NASA) მეცნიერები, პერუს კარტოფილის ცენტრთნ ერთდ, ისეთი კარტოფილის გამოყვანაზე მუშაობენ, რომლის მოყვანაც მარსზე იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე NASA მარსზე კარტოფილის თესლის გაგზავნას არ გეგმავს, თუმცა მეცნიერები დედამიწაზე შექმნიან სპეციალურ პირობებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული მარსის პირობებთან.

NASA-მ პერუში უკვე შექმნა ლაბორატორია სათბური, რომელში არსებული ნიადაგისა და ტემპერატურის პირობებიც მარსის გარემოსთან მაქსიმალურად არის მიახლოებული. ნასა-ს სპეციალისტთა განცხადებით, კარტოფილის ზრდის პროცესის დაჩქარება ნახშირორჟანგის გაზის დონის მატებით არის შესაძლებელი. თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, მაშინ კარტოფილის მოყვანა არა მხოლოდ მარსზე, არამედ სხვა პლანეტაზეც იქნება შესაძლებელი.

ერთ-ერთი ვერსიით, ექსპერიმენტისკენ ავტორებს ფილმმა "მარსიანელი" უბიძგა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, მარსზე მარტო დარჩენილმა ფილმის მთავარმა გმირმა კარტოფილის მოყვანა შეძლო.