ევროპაში ამერიკული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა

აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე 40-წლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ, ევროპაში ამერიკული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი მარსელის ერთ-ერთ პორტში გაჩერდა. ტანკერიდან ნავთობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობტრეიდერი Vitol  ჩამოცლის და ამერიკული ნავთობით ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანას მოამარაგებს. 

The Financial Times-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მარსელიდან ამერიკული ნავთობი ბავარიაში მდებარე ერთ-ერთ ქარხანასაც მიეწოდება.

ამერიკული ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 19 დეკემბერს გაუქმდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წლის ბიუჯეტს მოაწერა ხელი.