თანამედროვე სამყაროში ქალის როლი უფრო აქტიური გახდა. ქალები აქტიურად გამოჩნდნენ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც, წარმატებული ქალის ასაკიც უფრო გაახალგაზრდავდა. ეს ცვლილება საქართველოსაც შეეხო. "ambebi.ge" იმ ქართველ მანდილოსნებს გაგაცნობთ, რომელთა მაქსიმალური ასაკი 30 წელია და სხვადასხვა კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ.
ქეთევან ბოჭორიშვილი
ქეთევან ბოჭორიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გახდა, როცა ვერა ქობალიას მოადგილედ დაინიშნა. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ქეთევან ბოჭორიშვილი 2010 წლიდან საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოჭორიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დღემდე იკავებს. ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა მილანში განაგრძო და მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. 2010-2012 წლებში იყო სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, მანამდე კი ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი. დაოჯახებული არ არის, მისი ცხოვრების მთავარი დრო საქმეს ეთმობა.
მეკო აბრამია
მეკო აბრამია 26 წლის არის, თუმცა კერძო სექტორში ძალიან წარმატებულია. აბრამია ახლა Corporation Georgian Wine-ის ბრენდ-მენეჯერია. მანამდე მუშაობდა "პე-ეს-პე-ში", ასევე სტაჟირებაზე იყო ჰაიდელბერგ ცემენტში. მეკო აბრამია "ჯეპრას" წევრია. სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდა არაერთი მსხვილი პროექტი.
თეონა ბაღდავაძე
თეონა ბაღდავაძე 30 წლის არის და საკუთარ სფეროში ძალიან წარმატებულია, თეონა უძლიერეს პიარ-მენეჯერად ითვლება, ასევე კითხულობს ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში. თეონა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამჟამად კი მის მიერ დაარსებულ PR-კომპანია Kay Comunication-ს უდგას სათავეში.
ნათია კვაჭანტირაძე
ნათია კვაჭანტირაძემ განათლება უცხოეთში მიიღო, ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ახლა "ვისოლის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მანამდე ACT-ში მუშაობდა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს ლიდერია კავკასიაში.
თეონა ცერცვაძე
თეონა ცერცვაძე 28 წლის არის. პროფესიით იურისტია, წარსულში კი "პირველ სტერეოზე" ტელეწამყვანი იყო. პოლიციის სამმართველოში სტაჟირების გავლის შემდეგ, ბიზნესით და მარკეტინგით დაინტერესდა და ამჟამად მსოფლიოში აღიარებული სარწყავი სისტემების მწარმოებელი ბრენდის Smart Rainis წარმომადგენელია
საქართველოში. ის კომპანიის მარკეტინგის სამსახურსაც თავად ხელმძღვანელობს.
თამარ სააკაშვილი
თამარ სააკაშვილს ბიზნესსექტორში კარგად იცნობენ. ის "დიზელის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელია საქართველოში. ის სხვა ცნობილ ბრენდებთანაც თანამშრომლობს და უცხოური კოლექციების დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოში შემოდის სწორედ მისი დამსახურებაა.
სოფიო კორძახია
სოფიო კორძახია "ფრესკოს" დირექტორის პოსტზე 1 თებერვალს დაინიშნა. სოფიო კორძახია ოტტო-ფონ-გუერიკეს უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსური მეცნიერების მაგისტრია. ასევე განათლება Northern State University-ში (ამერიკის შეერთებულ შტატები ) მიიღო. 2009-2011 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. "ფრესკოში" მუშაობის დაწყებამდე ის "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი იყო.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE