ლოს-ანჯელესში მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სპორტულ არენა შენდება.
სტადიონი, რომელიც 80 000 ადამიანს დაიტევს, სპეციალურად ამერიკული ფეხბურთისთვის აშენდება. სტადიონი 2,6 მილიარდი დოლარი დაჯდება. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, არენას შესაძლებლობა ექნება „სუპერ ბოულსაც“ უმასპინძლოს.
სპორტულ კომპლექსში სტადიონის გარდა, 6 000-კაციანი კონცერტის ჩასატარებელი ადგილი, თითქმის 140 000 კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო ზონა, 2 500 სახლი, 300-ნომრიანი სასტუმრო და 101 000-ზე მეტი კვადრატული მეტრის პარკი განთავსდება.
ახალი სტადიონის მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება.
იხილეთ ფოტოგალერეა