ბათუმის საზღვაო ნავსადგური
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 5,7 მლნ ტონა.
2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა - 54,695 TEU (1 TEU-20 ფუტი - 6,1 მეტრი)
საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 100 000 TEU წელიწადში.
სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 180 000 მგზავრი წელიწადში.
2008 წლის თებერვალში სს "ყაზტრანსოილის" შვილობილმა კომპანიამ - შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით ექსკლუზიური მართვის უფლება და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა.
ფოთის პორტი
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 6,8 მლნ ტონა
2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა – 325,121 TEU
საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 400 000 TEU წელიწადში.
2008 წელს ფოთის პორტის აქციების 51% და პორტის მართვის უფლება 49-წლიანი ვადით არაბულმა კომპანია "რაკიამ" (RAK Investment Authority) შეიძინა. მოგვიანებით კომპანიამ პორტის აქციების დარჩენილი წილიც იყიდა და აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2011 წლის აპრილში "რაკიამ" ფოთის პორტის აქციების 80% დანიურ გიგანტს AP Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals-ს მიჰყიდა და პორტის მართვიდან გავიდა.
ყულევის პორტი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი"
2015 წლის განმავლობაში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 2,5 მილიონი ტონა
ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში - 10 მლნ ტონამდე.
ყულევის ნავთობტერმინალი 2007 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარმა" შეიძინა.
სუფსის საზღვაო ტერმინალი
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა - 4,2 მლნ ტონა
წლიური გამტარუნარიანობა - 7 მილიონი ტონა
1999 წლის 17 აპრილს სუფსაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო - 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ააშენებს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
კონტრაქტის შესაბამისად, ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში, მისი წლიური გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს.
პორტი ოპერირებას დაიწყებს მშენებლობიდან 3 წელიწადში, როცა მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონას მიღწევს.
მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.
ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.
ახალი ნავსადგური დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე.