სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელდა. ბრიტანული კვლევითი ცენტრის „Economist Intelligence Unit“-ის თანახმად, სინგაპურში ცხოვრება 2,5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ნიუ-იორკში.
ანგარიშზე მუშაობისას, ბრიტანელმა მკვლევარებმა გაითვალისწინეს 160 პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება, მათ შორის საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, სატრანსპორტო ხარჯებისა და სხვა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების სიაში მეორე ადგილი ციურიხმა, მესამე კი ჰონკონგმა დაიკავეს, მეოთხე და მეხუთე ადგილზე ჟენევა და პარიზი გავიდნენ.
ლონდონი და ნიუ-იორკი მეექვსე და მეშვიდე ადგილზე მოხვდნენ, მსოფლიოში ყველაზე იაფიან ქალაქად კი ზამბიის დედაქალაქი ლუსაკა დასახელდა.
სინგაპური ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სტატუსს უკვე მესამე წელიწადია ატარებს.