როგორ დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

ნებისმიერ ადამიანს მისთვის სასურველ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის სჭირდება სამი ძირითადი მიმართულებით განვითარება:

მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პიროვნული თვისებები, შესაბამისი ცოდნა, რომელიც მიიღება მუდმივი სწავლით და მესამე, ამავდროულად აუცილებელი ფაქტორი კარიერაში წარმატების მიღწევისთვის - გამოცდილება.

პირველი ორი მიმართულება მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. თუ გვსურს, რომ გავიღრმავოთ ცოდნა, ამის გაკეთებას თავისუფლად შევძლებთ: დავიწყებთ წიგნების კითხვას, საკუთარ თავზე მუშაობას, ჩავაბარებთ უნივერსიტეტში, გავივლით კურსებს და ა.შ. პიროვნული თვისებების მართვა, რაზეც ხშირად დამიწერია ჩემს სტატიებში, ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელი, რადგან საბოლოო ჯამში ესეც ადამიანსა და მის სურვილზეა დამოკიდებული.

ამ ორი მიმართულებისგან განსხვავებით თითქოს ავტომატური და ჩვენზე ნაკლებად დამოკიდებული პროცესია გამოცდილების მიღება. ის დროის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებსა და სამსახურებში მუშაობის შედეგად მოდის და ერთი შეხედვით მეტ წილად დროზეა დამოკიდებული, ვიდრე ადამიანის სურვილზე, მიიღოს ის. თუმცა რეალურად გამოცდილების მიღების დაჩქარებაც შესაძლებელია.

როგორ?

თითოეული ადამიანს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია თუ გავააანალიზებთ იმ ქმედებებს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ცონდა და დადებითი გამოცდილება, რომელსაც ვიღებთ ჩვენი უფროსებისგან, დაქვემდებარებულებისგან, კოლეგებისგან, კლიენტებისგან დღის განმავლობაში. ვნახოთ რას ააკეთებენ ისინი კარგად, დავიმახსოვროთ და გავითვალისწინოთ მომავალში და პირიქით, რას ვაკეთებთ ჩვენ და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები არასწორად, რა შეცდომები დავუშვით და რა არ უნდა გავაკეთოთ მომავალში.

ასეთი ანალიზი საშუალებას გვაძლევს მომავალში განვახორციელოთ საინტერესო და სასარგებლო იდეების გენერირება. სტატისტიკის მიხედვით დღეში შესაძლებელია 4 ახალი რაიმეს სწავლა გამოცდლებიდან გამომდინარე. თუ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ გამოვა, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს იქნება 15 000 იდეა.

წარმოიდგინეთ, რა შედეგებს შეიძლება მიაღწიოთ და რა დონეზე შეიძლება გაზარდოთ თქვენი პროფესიონალიზმი, თუ თქვენ გექნებათ გააზრებული და ჩამოწერილი ამ დროის განმავლობაში მიღებული იდეები. ასეთ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ გამოცდილების პიკს თქვენ მირ შერჩეულ ინდუსტრიაში, რადგან ეს გამოცდილება გადაიზრდება ინტუიციაში, რაც საშუალებას მოგცემთ უდიდესი სიზუსტით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მათი მიღების უნარი კი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფასებული თვისებაა, რაც გარანტირებულად დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.

იხილეთ ვრცლად: http://www.davidkenchadze.com/ka/blogi/personaluri-tsarmateba/article/11361-rogor-davachqaroth-gamocdilebis-migheba#ixzz43oGqZCsB