საერთაშორისო ორგანიზაციამ The Airports Council International (ACI) გასული წლის მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტების რეიტნგი გამოაქვეყნა, რომელიც მგზავრთა ნაკადის მიღება/გატარების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.
კვლევის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში მგზავრთა გამტარუნარიანობით პირველ ადგილზე გავიდა ჰარსვილდ-ჯექსონის სახელობის ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც 100 მილიონ მგზავრზე მეტს გაუწია მომსახურება, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5,5 %-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ამერიკის 4, აზიის 4 და ევროპის 2 აეროპორტი მოხვდა.
ACI-ს კვლევა მსოფლიოს 1 144 აეროპორტის მონაცემებს აერთიანებს, რომლის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მგზავრთა ნაკადი საერთო ჯამში 2015 წელს 6,1 %-ით გაიზარდა.
წარმოგიდგენთ ყველაზე გადატვირთული აეროპორტების ტოპ ათეულს:
ჰარტსვილდ/ჯექსონის ატლანტას საერთაშორისო აეროპორტი: 101,491,106 მგზავრი
პეკინის საერთაშორისო აეროპორტი: 89,938,628 მგზავრი
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი: 78,010,265 მგზავრი
ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტი ო’ჰარა: 76,949,504 მგზავრი
ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი: 75,316,718 მგზავრი
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი: 74,989,795 მგზავრი
ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი: 74,937,004 მგზავრი
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი: 68,283,407 მგზავრი
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი: 65,766,986 მგზავრი
დალასის საერთაშორისო აეროპორტი: 64,072,468 მგზავრი
კოკა კვირკველია