ფშავ-ხევსურეთი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდება

ფშავ-ხევსურეთი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტს დაახლოებით ერთ კვირაში მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთიანეთში გაჩნდება კიდევ ერთი დაცული ტერიტორია და ეს არის სტრატეგიული ზონა, რომელიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, გერმანელი პარტნიორების მეშვეობით ქართულმა მხარემ 9 მლნ. ევროს გრანტი მოიპოვა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შემდეგ კი, იქ 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადება ამ კუთხის გადარჩენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გზაა.