თბილისში წუხელ იტალიელი კონსტრუქტორი მატია სტოფანელი ჩამოვიდა, რომელმაც თბილისში, სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის სახურავი დააპროექტა.
მატია სტოფანელმა დაზიანებული შენობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად დაათვალიერა. იტალიელ კონსტრუქტორს კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შენობა შიგნით დაზიანებული არ არის.
"ჩვენ გვაინტერესებს, გარე დაზიანება შიგნითა ნაწილზე თუ იქონიებს გავლენას, რადგან ეს ერთი მთლიანი კონტრუქციაა. მშენებელმა თავისი ნამუშევარი შეაფასა და თქვა, რომ ამას უფრო მეტი შესწავლა სჭირდება. ხვალ ის ჯგუფთან ერთად მოვა იუსტციის სახლში, ჩვენ მას დავახმართ ქართველ სპეციალისტებსაც. მთავარი მიზანი არის ის, რომ თბილისის იუსტიციის სახლი, რაც შეიძლება მალე გაიხსნას", - აღნიშნა წულუკიანმა.
ძლიერმა ქარმა გუშინ თბილისში იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი დააზიანა, რის გამოც შენობიდან თანამშრომლებისა და მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.