სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ რუსთაველის 28-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მოქალაქის პოსტს.
"მეგობრებო და მოქალაქეებო, არ მიხვიდეთ რუსთაველის #28-ში სავალუტო ჯიხურში თანხის გადასახურდავებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,კანონიერი" თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდებით და სერიოზულ თანხას დაკარგავთ!"
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" დაზარალებულმა მოქალაქემ განუცხადა, აღნიშნულ ჯიხურში მისვლისას განუცხადეს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს კურსი დღეს მკვეთრად დაეცა და 1 ევროს სანაცვლოდ 2.059 ლარი გადაუხადეს.
მოქალაქის თქმით, იმავე პერიოდში ადგილზე მივიდა სხვა დაზარალებული მოქალაქე, რომელსაც 400 ევროს გადახურდავებისას ჯამში 240 ლარით ნაკლები მისცეს. დაზარალებულმა ქალბატონმა ადგილზე პატრული გამოიძახა.
როგორც "ბიზნესპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სავალუტო ჯიხურში პატრულის მისვლის შემდეგ, ორივე ქალბატონს ზარალი აუნაზღაურეს.