უმეტესობა ჩვენგანი დღის მეტ დროს სამსახურში ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ოფისში გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნო იყოს.
Glassdoor-ს მიხედვით, 57%-ზე მეტი დასაქმებული ამბობს, რომ ხელფასის მომატებაზე მეტად მათთვის სხვა სახის კომფორტია მნიშვნელოვანი.
გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა თანამშრომლებიც სხვადასხვა უპირატესობებით სარგებლობენ.
Accenture: სქესის შეცვლა
კომპანია სქესის შეცვლის ხარჯებს ფარავს თავისი თანამშრომლებისთვის, რითიც ხაზს უსვამს, რომ იცავს LGBTQ თემის უფლებებს და პატივს სცემს თანამშრომლების არჩევანს.
Adobe: ერთკვირიანი დასვენება ზამთარ-ზაფხულ
კომპანია დეკემბერში ერთ კვირით აჩერებს მუშაობას და ასვენებს თანამშრომლებს. იგივეს აკეთებს ზაფხულშიც.
Airbnb: მოგზაურობის სტიპენდია
კომპანია თანამშრომლებს 2 000 დოლარიან სტიპენდიას აძლევს სამოგზაუროდ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
Asana: ცხოვრებისა და კარიერის გასაუმჯობესებელი გაკვეთილები
კომპანიის თანამშრომლები უფასოდ იღებენ ქოუჩინგის სერვისებს.
Epic Systems Corp.: 4-კვირიანი შვებულება
კომპანია თანამშრომლებს დამატებით, ანაზღაურებად 4-კვირიან შვებულებას სთავაზობს მათი კრეატიული უნარების განსავითარებლად.
Twitter: უფასო კვება
"ტვიტერის" თანამშრომლებს კომპანია სამჯერად უფასო კვებას სთავაზობს დღის განმავლობაში. გარდა ამისა, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო კურსებით.
Facebook: ”ბავშვის ფული”„ფეისბუქი“ თანამშრომლებს, რომელთაც შვილი შეეძინებათ, 4 000 დოლარს ურიცხავს.
Google: გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახის წევრთა დახმარება
„გუგლი“ გარდაცვლილი თანამშრომლის მეუღლეს ან პარტნიორს ათი წლის განმავლობაში ხელფასის 50 პროცენტს ურიცხავს.
Netflix: წლიური ანაზღაურებადი დეკრეტი
„ნეტფლიქსის“ თანამშრომლები ერთი წლის მანძილზე სარგებლობენ დეკრეტით. გარდა ამისა, მათ უფლება აქვთ დეკრეტის შემდეგ ნახევარ განაკვეთზე დაბრუნდნენ.
Pinterest: მშობლების ბენეფიტები
„პინტერესტი“ უნიკალურ დეკრეტს სთავაზობს თანამშრომლებს. გარდა იმისა, რომ კომპანიის თანამშრომელი სარგებლობს დეკრეტული შვებულებით, დეკრეტიდან გამოსვლის შემდეგ მას სთავაზობენ სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც შეუძლია მუშაობა.
PwC: კომპენსაცია მშობლებისთვის და სტუდენტური სესხი
კომპანია თანამშრომლებს წელიწადში 1 200 დოლარს აძლევს სტუდენტური სესხის დასაფარად.
Spotify: კვერცხუჯრედის გაყინვა
კომპანია 6-თვიან ანაზღაურებად დეკრეტს სთავაზობს მშობლებს, შემდეგ ერთი თვე მოწყვლად სამუშაო პირობებს. კომპანია ასევე ფარავს კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურას.
Walt Disney Co.: პარკში უფასო შესვლა
დისნეის თანამშრომლების შვილებსა და ოჯახის წევრებს უფასოდ შეუძლიათ პარკში შესვლა და დიდი ფასდაკლებები აქვთ სასტუმროებსა და სუვენირებზე.
World Wildlife Fund: ”პანდა პარასკევი”
კომპანიის თანამშრომლებს ყოველ მეორე პარასკევს შეუძლიათ დასვენება.