საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს, ოლივიე დეკამის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მასზე განიხილეს ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.
EBRD-ი საქართველოში ამ ეტაპზე დაახლოებით 1.8 მილიარდ ევროს ინვესტიციას ახორციელებს, საიდანაც ფინანსდება 150-მდე პროექტი, დაფინანსების უმეტესობა კი კერძო სექტორზე მოდის.
ოლივიე დეკამი EBRD-ში საქართველოსთან მიმართებაში ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი პირია. ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს კურირებს.