მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მცირდება.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი კიდევ 10%-ით შემცირდება.
„გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით 0- დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60 პროცენტით, ნაცვლად დღეს არსებული 50 პროცენტისა,“-ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.
2016 წლის მაისიდან ამავე 0- 6 წლის ჩათვლის ასაკის ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილზე აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდა.