ციტრუსის ნატურალური წვენები LIVO–ს პირველი პარტია რუსეთში გაიგზავნა, წინასწარი შეთანხმება სავაჭრო კომპანია ”Амарант”- თან გასულ წელს შედგა. პირველ ეტაპზე რუსეთში კომპანიამ 30 ათასი ბოთლი გადატვირთა, მომავალში ამ მაჩვენებლის 90 ათასამდე გაზრდას გეგმავს.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, ქართულმა პროდუქციამ ყველა შესაბამისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. პირველ ეტაპზე, პროდუქცია მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ხიმკიში გაიყიდება, კომპანია Амарант–ის მაღაზიების ქსელებში. იმედი გვაქვს, პროდუქცია რუს მომხმარებელში პოპულარობას მალე მოიპოვებს”, - აცხადებენ კომპანიაში.
ქართულ ბაზარზე LIVO გასული წლის აპრილიდან შემოვიდა, 9 დასახელების ნატურალურ წვენს აჭარაში, ,,ციტროს’’ ქარხანა აწარმოებს, რომელიც ,,მილენიუმის’’ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ციტრუსის დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეუძლია.