საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინვესტორი 18 თვის განმავლობაში 8 სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლის.
„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქარელის რაიონში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური გაიხსნა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით.
„ამ მიმართულებით ჩვენ ვივლით და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება კიდევ ინვესტორებისგან ამ მიმართულებით“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.