მსოფლიოში ნავთობი იაფდება

მსოფლიო ფასი ნავთობზე შემცირდა: Brent Crude Oil-ის ტიპის საწვავის აპრილის ფიუჩერსები დილით ერთბაშად 0.2%-ით გაიაფდა და ბარელზე 109,3 დოლარი შეადგინა, WTI ტიპის ნავთობზე მარტის ფიუჩერსების ღირებულებამ კი 0.26%-ით მოიკლო, ბარელზე 102.32 დოლარამდე.

”შავი ოქროს” გაიაფების მიზეზი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, მსოფლიო ლიდერ ქვეყანაში საწვავის კომერციული მარაგები მხოლოდ გასულ კვირას 0,1 მილიონი ბარელით (0,1%-ით) გაიზარდა, და 362,4 მილიონ ბარელს მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მარაგები კიდევ გაიზრდება.

”უმნიშვნელო გაძვირების შემდეგ ბოლო ორი დღეა, ნავთობზე ფასები კვლავ ეცემა. მოკლევადიან პერსპექტივაში საწვავის ღირებულებამ, შესაძლოა, კვლავ დაიკლოს”, - მიიჩნევს სააგენტო ”ბლუმბერგის” მთავარი ანალიტიკოსი, რიკ სნუპერი.