აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ლეგალური მიგრანტების რაოდენობას წელიწადში ერთი მილიონიდან ხუთას ათასამდე შეამცირებს.
კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში მიგრანტების ნათესავების შეშვება შეიზღუდება და „მწვანე ბარათის“ მიღების პროცედურა გართულდება.
დონალდ ტრამპი აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად „რესპუბლიკელ“ სენატორებს შეხვდა, რომლის ფარგლებში ლეგალური იმიგრაციის სისტემის რეფორმირება მოხდება.
გასულ კვირას ოჰაიოს შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანონპროექტი დაბალი კვალიფიკაციის მიგრანტებს შეეხება.
„დღევანდელი დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის საიმიგრაციო სისტემის ნაცვლად, რომლის ფარგლებში ქვეყანაში ვისაც სურს შეუძლია შემოსვლა, ჩვენ გვსურს ახალი სისტემის შემოღება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე და რომელიც დაიცავს ჩვენს მშრომელებს და ჩვენს ეკონომიკას“, - დასძინა ტრამპმა.