ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომელსაც სამშენებლო კომპანიამ თბილისში მიაღწია.
კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი 731 ბინას მოიცავს და ყველა უკვე გაყიდულია. კომპლექსის ოფიციალური გახსნა 2018 წლის მაისშია დაგეგმილი.
„მწვანე ალმასი“ „მაქრო ქონსთრაქშენის“ მეორე საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობა პირველი წარმატებული პროექტის - „მწვანე ბუდაპეშტის“ შემდეგ დაიწყო. „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ოღუზ ქაან ქარაერის განცხადებით, წარმატება განაპირობა პროექტის უნიკალურობამ და მშენებლობის მაღალმა ხარისხმა ისევე, როგორც კმაყოფილი მობინადრეების მხარდაჭერამ.
„გვქონდა მოლოდინი, რომ გაყიდვები წარმატებული იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ბინები პროექტის დასრულებამდე გაიყიდებოდა, თუმცა არ ველოდით, რომ ეს მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე მოხდებოდა. მადლობას ვუხდით „მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტების ამჟამინდელ და მომავალ მობინადრეებს. ამ წარმატებაში მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს. „მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები რეკომენდაციას გვიწევდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ სხვებს, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი პოპულარობა და დიდი მოთხოვნა „მწვანე ალმასის“ ბინებზე.
საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ინვესტორები უძრავი ქონების სფეროში ინვესტირების კარგ შესაძლებლობებს ხედავენ. განსაკუთრებით მიმზიდველია პირობები, რომლებსაც მათ “ მწვანე ალმასში “ სთავაზობენ. 7-8 წელიწადში ინვესტიციების უკუგების (ROI) ისეთი მაღალი კოეფიციენტი, როგორიც საქართველოშია (12-14%) წარმოუდგენლად ხელსაყრელი შესაძლებლობაა, ინვესტორებს შეუძლიათ ბინის გაყიდვით ან გაქირავებით დიდი მოგება მიიღონ. მათ არ სურთ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება და ბინების სწრაფი გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
„მწვანე ალმასი“ არის პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს თავისი მობინადრეების ცხოვრების სტილი, მისცეს მათ შესაძლებლობა დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე დაისვენონ, დილა კი გამაჯანსაღებელი აქტივობებით დაიწყონ. “მწვანე ალმასი“ არის პროექტი, სადაც მცხოვრებლებს შეუძლიათ ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღონ უამრავი სერვისი და დამატებითი ძალისხმევის გარეშე მოაგვარონ საკუთარი ყოველდღიური პრობლემები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომპლექსის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის მოქნილი პირობები“, - აღნიშნავს ოღუზ ქაან ქარაერი.
„მწვანე ალმასი“ პირველი ფართომასშტაბიანი კომპლექსია, რომელიც ქალაქის ცენტრის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს. ამ მხრივ „მაქრო ქონსთრაქშენი“ პიონერი იყო და ამ ახალმა მიდგომამ გაამართლა. თანამედროვე ქალაქებში სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რათა თავი აარიდოს ხმაურსა და დაბინძურებულ ჰაერს. „მწვანე ალმასის“ რეზიდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ისიამოვნონ სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით.
როგორც ოღუზ ქაან ქარაერი ამბობს, თავდაპირველად ხალხს ეშინოდა ახალი ადგილმდებარეობის. თუმცა, მისი უპირატესობების გათვალისწინების შემდეგ, ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ოღუზ ქაან ქარაერის თქმით, გაყიდვებში დიდი როლი ითამაშა გადახდის მოქნილმა პირობებმაც. პირველადი შენატანი ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ია. ქარაერი სიამაყით აღნიშნავს, რომ მხოლოდ 10%-ის გადახდით თქვენ ბინის მფლობელი შეგიძლიათ გახდეთ. ქართულ ბაზარზე ეს საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა. გარდა ამისა, ბინის საფასურის სრული გადახდის შემთხვევაში, კომპანია მობინადრეებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „მწვანე ალმასის“ მშენებლობის ხარისხი. პოტენციურ მყიდველებს კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის დეტალურ კვლევას სთავაზობს. „შესაძლოა, ერთი შეხედვით მომხმარებელმა ვერ განსაზღვროს სამშენებლო მასალების ხარისხი, თუმცა კლიენტები ამჩნევენ მშენებლობის კარგად ორგანიზებულ და სუფთა პროცესს. კომპლექსი საოცრად ლამაზია მშენებლობის მიმდინარეობისასაც კი.
„მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეებმა მიიღეს ყველაფერი, რასაც შევპირდით. შედეგად, მათ ურჩიეს უახლოეს მეგობრებსა და ნათესავებს ბინის შეძენა „მაქრო ქონსთრაქშენის“ საცხოვრებელ კომპლექსებში. ამის გამო „მწვანე ალმასი“ ძალიან წარმატებული პროექტი გახდა. “უახლოეს მომავალში დაგეგმილია კომპლექსის მეორე ეტაპის დაწყება. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა არსებულ და მომავალ მობინადრეს მათ მიერ გამოცხადებული ნდობისთვის და გვჯერა, რომ პროექტი მომავალშიც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ოღუზ ქაან ქარაერმა. „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 000 კვ. მეტრი გამწვანებული ზონა იქნება, რაც კომპლექსის მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების საშუალებას მისცემს. 23 საცხოვრებელ ბლოკში 1 772 ბინა იქნება. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 ბავშვთა სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, საზოგადოებრივი ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
„მწვანე ალმასი“ 3-ეტაპიანი პროექტია. პირველ ეტაპზე ყველა - 731 ბინა გაიყიდა და მობინადრეებს 2018 წლის მაისში ჩაბარდება. მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება, რასაც მესამე ეტაპის დაწყება მოჰყვება. მეორე ეტაპზე 2 მრავალსართულიანი შენობა აშენდება. რომლებშიც განთავსდება სრულად გარემონტებული, 34-დან 250-მდე კვ. მეტრი ფართის 244 ბინა. ასევე აშენდება 26 კომერციული ობიექტი. რომლებიც სრულად უზრუნველყოენ თქვენს ყოველდღიურ მოთხოვნებს. აქ განთავსდება მაღაზიები, ბაზრები, კაფე, რესტორანი, აფთიაქი, ბანკი, სილამაზის სალონი და სხვა დაწესებულებები. «მწვანე ალმასი” თბილისში უნიკალური და ულამაზესი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება.