„გალერია თბილისის“ ვებ გვერდზე იმ ბრენდების ჩამონათვალია ხელმისაწვდომი, რომელიც სავაჭრო ცენტრში გაიხსნება.
როგორც გვერდზე მითითებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ბრენდების არასრული ჩამონათვალია.
ბრენდების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: PANDORA; LACOSTE; GUESS; ფექთორი; ATRIO; Trussardi; Timberland, podium; VA bene; pull love; DOTS; დი ოჯჯი; სახაჭაპურე №1; stenders; IKKS; arttime; ROMAN; MADO; CAVEA; RONIKO; Tashir Pizza; KENARI; JYSK; Armani Exchange; ქალთა ბედნიერება; MR GYROS; YVES ROCHER; სათამაშოები; KFC; მაგდონალდსი; OVS; CALZEDONIA; Calvin Klein Jeans; AVTANDIL; UNITED COLORS OF BENETTON; SIX; LEVIS; LEE; WRANGLER; mavi; delfos; გუდვილი და BNG.
ჯამში, სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების დაახლოებით მესამედი საქართველოს პირველად ეწვევა.
სავაჭრო ცენტრში გაიხსნება ასევე H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ მაღაზიას წარმოადგენს. ამასთან, „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზიის გახსნაც იგეგმება.
სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გაიხსნება. ცენტრის საერთო ფართი 55, 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებთან ერთად, ცენტრში იქნება: საკვები ობიექტები, გასართობი ცენტრი, კინოთეატრი, ბოულინგი, ფიტნესკლუბი და სპორტბარი. ასევე ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა 300 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.