საქართველოში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ავრცელებს. ასოციაციის დაიჯესტის მიხედვით, 2006-2012 წლებში უმუშევრობის დონე კაცებში 16.4 %-იყო, ქალებში კი- 13.9%.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2008 წელს ქალებში უმუშევრობის დონის 16.1%-მდე ზრდა შეინიშნებოდა, მაგრამ კაცების 16.8%-იან მაჩვენებელს მაინც ვერ გადააჭარბა.
ახალგზარდა ეკონომისტთა ასოციაციამ, უმუშვრობის დონე სხვა ჭრილშიც განიხილა. მაგალითად, უმუშევრების რაოდენობა ქალაქში გაცილებით დიდია, ვიდრე სოფლად. 2008-2012 წლების პერიოდში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი ქალაქში 27.5% იყო, სოფელში კი -7.3%.
ამ მონაცემის მიხედვით, ქალაქში უმუშევრობის დონე სოფელთან შედარებით 4-ჯერ მეტია: 1000 ეკონომიკურად აქტიური მოსახლიდან ქალაქში 275 უმუშევარია, ხოლო სოფელში მხოლოდ - 73.
როგორც ახალგაზრდა ეკონომისტები ამბობენ, უმუშევრობის დონე ასაკის ზრდასთან ერთად იკლებს. 2012 წელს უმუშევრობის დონე 15-19 ასაკობრივ ჯგუფში 37% იყო მაშინ, როცა 60-64 წლის ასაკში მხოლოდ 6% შეადგინა.