„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო.
როგორც „თბილისი მოლისა“ და „ისთ ფოინთის“ ვებგვერდებზეა აღნიშნული, „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 30%-იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.
სავაჭრო ცენტრების გვერდზე არსებული ინფორმაციით, ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა „ბერშკა“, „მასიმო დუტი“ და ა.შ. თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც „ბერშკას“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის შეძენა 30%-50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება თბილისში რამდენიმე დღის წინ გახსნილ H&M-ს, მაღაზიის ვებგვერდზე „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული. თუმცა, შვედეთში მაღაზიას 50%-მდე, აშშ-ში კი 30%-მდე ფასდაკლება აქვს.
რაც შეეხება ფასდაკლებებს "ისთ ფოინთში", სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 10%-15%-20%-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, Adidas, Aldo, Charles & Keith, GIORDANO, Nike, Straparious, Mango, OVS, Terranova, 10%-20%-იანი ფასდაკლებაა New Balance-ის მაღაზიებში პირველ და მეორე შენაძენზე; 15%-იანი ფასდაკლება იქნება Time-ს სრულ კოლექციაზე, შერჩეულ მოდელებზე კი მოქალაქეები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ და ა.შ. 50%-იანი ფასდაკლებაა Zara-ს შერჩეულ კოლექციაზე. ყველაზე მაღალი ფასდაკლება, რომლითაც მომხმარებელი "ისთ ფოინთში“ შავ პარასკევს ისარგებლებს, 70%-იანი ფასდაკლებაა. მაგალითად, Blanco სთავაზობს მომხმარებელს 70%-იან ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე, ასევე 70-იანი ფასდაკლებაა Carrefour-ში შეზღუდული რაოდენობის ნივთებზე.
„შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, „თბილისი მოლის“ მაღაზიებში ძირითადად 30%-იანი ფასდაკლებები იმოქმედებს. მაგალითად, MARKS&SPENCER, Mango, Straparius, „ბიბლუსი”, ZIPPY, Top Shop, charles&keith, CLARKS და ა.შ. 40 და 50%-იანი ფასდაკლება ექნება "სალამანდერს" ფეხსაცმლისა და ჩანთების სრულ კოლექციაზე, New Look-ს, Calzedonia-ს, F&F-ს, Factory-ს, Kaba-ს, 40%-იანი ფასდაკლება აქვს შერჩეულ მოდელებზე - Lee & Wrangler-ს, Levi’s, Mavi-ს, 50 %-იანი ფასდაკლებაა აქვს შერჩეულ კოლექციაზე ZARA-ს და ა.შ. „კენარი“ მომხმარებელს 20%-60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს; Columbia/Converse-ში 50%-იანი ფასდაკლებაა შერჩეულ მოდელებზე, სრულ კოლექციებზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, 30-50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მოქალაქეებს Da Vinci და ა.შ. 5%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს Zarapxana-ს კოლექციაზე. ყველაზე მაღალი 70%-იანი ფასდაკლება აქვს Blanco-სა და Parfois-ს.
„თბილისი მოლის“ ცნობით, 24 ნოემბერს სავაჭრო ცენტრიც და მოლიდან ქალაქის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტიც ღამის 12 საათამდე იმუშავებს.
ზოგიერთი მაღაზია „შავ პარასკევს“ სხვადასხვა სახის აქციებსაც სთავაზობს მომხმარებელს. მაგალითად, Flormar-ში ორი ნივთის შეძენის შემთხვევაში მესამეს უფასოდ მიიღებთ. „კოტონში“ 1 ნივთის შეძენის შემთხვევაში მეორეზე -50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. „ისთ ფოინთის“ PANDORA კი მოქალაქეებს 350 ლარის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად სამაჯურს სთავაზობს.
ფასდაკლებები მოქმედებს ტექნიკის მაღაზიებშიც. კერძოდ, ”აიტექნიკში”, Iphone+-ში,სადაც აიფონების გარდა 30%-50%-იანი ფასდაკლებაა დამცავ ფირებზე, ჩასადებებზე და ა.შ. ”ალტა ოქეიში” ფასდაკლებაა ყველა კატეგორიის ტექნიკაზე და სხვა.
„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.