ბათუმში UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 99 448 549 ლარი დაჯდება. სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია ანაგი განახორციელებს.
სტადიონი, რომელიც 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.
სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ 19 ოქტომბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101 700 000 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო და ამ ეტაპზე ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ანაგი“, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც 99 448 549 ლარი იყო.