ბიტკონის ფასი ვარდნას განაგრძობს. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტაზე ფასმა 7 ათასი დოლარი შეადგინა.
აღნიშნულს ხელი შეუწყო მსოფლიოს წამყვანი ბანკების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ ისინი კრძალავენ კრიპტოვალუტის შეძენას საკუთარი საკრედიტო ბარათების მეშვეობით.
გუშინ საღამოს მონაცემებით, CoinMarketCap-ის ინფორმაციით, ამ ვალუტის კურსი 15,79%-ით შემცირდა და 7 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე Coindesk-ის ინფორმაციით, ვარდნამ 15,47% შეადგინა და ფასი 6,9 ათასამდე დაეცა.
როგორც ცნობილია, კვირას საბანკო ჯგუფმა Lloyds Banking Group-მა საკუთარ კლიენტებს აუკრძალა ბიტკოინებისა და მისი ანალოგების შეძენა საკუთარი საკრედიტო ბარათებით. პარასკევს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მსხვილმა ამერიკულმა ბანკებმა JPMorgan Chase-მა, Bank of America-მ და Citigroup-მა.
კოკა კვირკველია