დიდი ბრიტანეთი რუს ჩინოვნიკებთან მიმართებაში, ვინც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებშიაჩარეული, მკაცრი სასანქციო რეჟიმის შემოღებას აპირებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sunday Telegraph იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო და შს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ლონდონი „მაგნიტსკის აქტის“ თავის ვერსიას შემოიღებს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს რუსეთის რიგ თანამდებობის პირებთან მიმართებაში. კერძოდ, სანქციების ფარგლებში არ გაიცემა ვიზები და გაიყინება აქტივები.
The Sunday Telegraph აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს ეს ნაბიჯი დაგეგმილი ჰქონდა ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლამდე.
მოსალოდნელია, რომ ბრიტანელი პარლამენტარები ახალ ზომებს უახლოეს კვირებში გამოაცხადებენ.