წყნეთში სასახლე შენდება (+ფოტო)

წყნეთში 1 850 კვადრატული მეტრი ფართის სახლი შენდება.

სახლი საინტერესო იმითაა, რომ ის ნამდვილ სასახლეს ჰგავს. სასახლეს წყნეთში სამშენებლო კომპანია „ანაგი“ კერძო, ფიზიკური პირის დაკვეთით ასრულებს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და დასრულდება 2018 წლის ოქტომბერში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონოლითური რკინაბეტონის მზიდი კარკასის მოწყობის სამუშაოები.