ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საწვავი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 2 თეთრით, არაბრენდირებულზე კი -5 თეთრით გაიზარდა.
ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფასის ცვლილება საერთაშორისო ფასების ზრდამ და ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა.
ცნობისთვის, ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 74 დოლარია და მთვრალაშვილის განცხადებით, ასეთი ფასი 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
რაც შეეხება საწვავის ფასს საქართველოში, დღეის მდგომარეობით, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ეკო სუპერის ტიპის საწვავი 2.49 ლარი, ეკოპრემიუმი 2.34 ლარი ღირს, ევრო რეგულარის ფასმა 2.22 ლარი; ეკო დიზელის - 2.38 შეადგინა; „დიზელ ენერჯის“ ღირებულება - 2.26 ლარი; ავტოგაზის კი - 1.46 ლარია.
„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.37 ლარია, „პრემიუმ ავანგარდი“ - 2.24 ლარი ღირს; ევრო რეგულარის ფასი - 2.09; ევროდიზელის კი - 2.25 ლარია.
„რომპეტროლის“ სადგურებზე სუპერის ღირებულება 2.49 ლარია; „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.33 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავის კი – 2.24 ლარია; ამასთან, efix ევრო დიზელი დღეის მდგომარეობით, 2.32 ლარი; ხოლო 1 ლიტრი ევრო დიზელი -2.25 ლარი ღირს.
"გალფის" სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავის ფასი - 2.47 ლარია; 1 ლიტრი G-Force პრემიუმი 2.29 ლარი, G-Force ევრო რეგულარი - 2.19 ლარი ღირს; 1 ლიტრი რეგულარი ფასი – 2.15 ლარია; ევრო დიზელის ყიდვა – 2.35 ლარად, დიზელის - 2.27ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ავტოგაზს, მისი ღირებულება - 1.54 ლარია.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი სუპერი - 2.47 ლარი ღირს; პრემიუმის ფასი - 2.33 ლარია; რეგულარი – 2.19; ევრო დიზელი – 2.33 ლარი ღირს; ამასთან, „სოკარის“ სადგურებზე დიზელის ღირებულება დღეის მდგომარეობით, 2.23 ლარი; ავტოგაზის კი - 1.45 ლარია.