დაბა ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად კომპანიების შერჩევა/შეფასების პროცედურა მიმდინარეობს. რაც შეეხება კომპანიებს, ესენია: შპს „ჯავა“, რომელსაც შეთავაზებაში 25 მილიონ 846 478 ლარი აქვს, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ – 18 მილიონ 281 405 ლარიანი შეთავაზებით და „ბილდ ინდუსტრი“ - 12 მილიონ 147 949 ლარი.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარკინგის დიზაინსა და მშენებლობაზე 14,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 23 მარტს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყო.
ფინანსური სახსრები ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მოზიდული კრედიტის ნაწილია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია 3 სართულიანი პარკინგის მოწყობა. პროექტირება/მშენებლობისთვის 365 დღეა გათვალისწინებული.