საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღიას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის.
“მინდა გავამახვილო ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის. უახლოეს ხანში თავისუფალი ვაჭრობის პორტფელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია კიდევ ერთი დაემატება. რამდენიმე დღეში იქნება BALT AND ROAD-ის სამიტი ჰონგ კონგში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთანაც მოეწერება ხელშეკრულებას ხელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღიას ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.