თბილისში, ვაკის რაიონში იყიდება ბინა, რომლის ღირებულებაც 420 000 დოლარია (1 041 050 ლარი). საუბარია, 257კვ. მეტრი ფართობის 5 ოთახიან ბინაზე.როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის რემონტსა და დიზაინზე, ისრაელიდან ჩამოყვანილი სპეციალისტები მუშაობდნენ.
ამასთან, განმცხადებლის ცნობით, ბინაში დამონტაჟებულია ავტონომიური გათბობა-გაგრილების სისტემა, მძლავრი გამწოვი, არის მშვიდი და კომფორტული გარემო.