ჰაერში დაკიდებული ხეივანი, აკვაპარკი, ეკო ხიდები - როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში (+ფოტო)

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის პროექტის შედგენაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. ტენდერში კომპანია შპს „გოდაკო 2“- მა გაიმარჯვა.სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 310 000 ლარი იყო, თუმცა გამარჯვებული კომპანია აღნიშნული მომსახურებისთვის 354 000 ლარს მიიღებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია 85 000 კვ/მ-ს შეადგენს. მდ. მტკვარში კუნძული - 65 000 კვ. მ (აღნიშნული ტერიტორიისთვის მოიაზრება მხოლოდ ბუნებრივი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა).

bpn

შპს „გოდაკო2“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კვიწინაშვილია. მის სამუშაო გამოცდილებაში რეალიზებული პროექტების ჩამონათვალშია, მათ შორის - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავო ოფისი; ტურისტებისა და ვიზიტორების სახლი დიდველის 1 საბაგიროსთან; სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „დიდუბე პლაზა“ თბილისში; სპორტის სასახლე ქუთაისში; რესტორნები: „ფაეტონი“, „წისქვილი“, „ოქროს კათხა“ თბილისში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარდგენილი აქვს პროექტის განმარტებითი ბარათიც, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული საპროექტო ტერიტორიის განვითარება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ტერიტორია დაიყოფა 5 ზონად - მისასვლელ-საპარკინგე ზონა; კულტურულ-საგანმანათლებლო; ხელოვნურად შექმნილი წყლის სარკის ზონა; სპორტული და საბავშვო ზონა.

bpn

„პარკის მთავარი შესასვლელი ნაგებობა ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან იქნება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მედიათეკასა და ამფითეატრის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება კაფე-ბარი, კინოთეატრი, საგამოფენო სივრცე. იქნება ხელოვნურად შექმნილი სარკის ზონა, რომლის გარშემოც მოეწყობა პლიაჟები და აკვაპარკი, ასევე წყლის სარკეს ზემოდან გადაუვლის საფეხმავლო ეკო ხიდი. ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული მოედნის გარდა მოეწყობა ასევე თანამედროვე სკეიტპარკის მოედანი. ამასთან, საპროექტე კუნძულის სიღრმეში მოეწყობა, ჰაერში დაკიდებული საფეხმავლო ხეივანი, რომელიც მცირე ზომის დამატებითი ბილიკებით გადაიკვეთება; პარკის მტელ ტერიტორიაზე იქნება ველობილიკები და საფეხმავლო ბილიკები,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

იხილეთ ფოტოგალერეა

თაია არდოტელი