Top-10 ქვეყანა, რომელიც ახალი წელის დღეებში უნდა მოინახულოთ

როგორც წესი, ახალი წელი ოჯახურ დღესასწაულთან ასოცირდება, თუმცა მოგზაურობის მოყვარულები ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდებიან. სასურველი ადგილის შერჩევას კი ინტერნეტის ან ტურ ოპერტორების დახმარებით იწყებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ Top-10 ქვეყანას, რომლებიც ახალი წლის დღეებში უნდა მოინახულოთ. რეიტინგი შედგენილია სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით.

centre

ჩვენი ჩამონათვალი საფრანგეთით, კერძოდ, პარიზით იწყება, რომელიც მრავალი წელია, სხვადასხვა გამოცემების მიერ შედგენილ რეიტინგებში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად სახელდება. გასულ ახალ წელსაც ტურისტების რაოდენობის მიხედვით საფრანგეთი ლიდერობდა. როგორც წესი, პარიზი წლის ულამაზესი დღესასწაულის აღსანიშნავად განსაკუთრებულად ემზადება. ამ პერიოდში ქალაქს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. ულამაზესი ფოიერვერკების შოუ ყოველწლიურად ეიფელის კოშკზე ეწყობა, თუმცა, პარიზის დისნეი ლენდი არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, ამ დროს პარიზში ფასები ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალია.

ნიდერლანდები - ამსტერდამი

მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამი წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია, ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლით იფარება, მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. სპეციალურად ახალი წლისთვის ქუჩებში მოწყობილი დეკორაციები ერთ დიდ ზღაპარს მოგაგონებთ. ტურისტები შედარებით თბილ ამინდში ამსტერდამის ქუჩების ლაბირინთებში სეირნობით, ყინვების დროს კი სრიალით კავდებიან. რაც შეეხება ფასებს, როგორც მოგზაურები აღნიშნავენ, ამსტერდამში, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, დაბალი ფასებია.

აშშ, ნიუ-იორკი

ქალაქების ათეული, სადაც ერთხელ მაინც უნდა შეხვდეთ ახალ წელს, არასრულყოფილი იქნებოდა ნიუ-იორკის გარეშე. Times Square–ზე ახალი წლის აღნიშვნას უკვე 100 წლის ტრადიცია აქვს. ახალ წელს ამ ადგილზე მილიონამდე ადამიანი ხვდება. როგორც მოგზაურები აღნიშნავენ, ცათამბჯენებით ცნობილი ქალქი, ამ დროს ყველაზე ლამაზი სანახავია.

ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის მთავარი საშობაო ნაძვის ხის განათების ცერემონია ასევე ერთ-ერთი მთავარი საშობაო ტრადიცაა, სადაც როგორც წესი, ცნობილი ვარსკლავების კონცერტი იმართება. განათების მომენტს ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრება.

უცხოურ გამოცემებში გერმანული ახალი წელი, ერთ-ერთ საუკეთესოდ სახელდება. ახალი წლისთვის გერმანელები დეკემბრის დასაწყისიდან ემზადებიან. როგორც მოგზაურები ამბობენ, თუ გინდათ, რომ ნამდვილ ახალ წელსა და შობას ეზიაროთ, ქალაქები - ბერლინი, მიუნხენი და კიოლნი უნდა მოინახულოთ. ეწვიოთ გასართობ საახალწლო ბაზრობებს, დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და ცხელი, არომატული გლინტვეინი. ამ დროისთვის გერმანიაში ტემპერატურა სეზონის შესაბამისია და 0 -დან 4 გრადუსამდე მერყეობს. აქ შობა საოჯახო დღესასწაულად ითვლება და საჯარო დაწესებულებები იკეტება. თუმცა ახალი წელი ყველაზე ხმაურიანია.

პრაღა - თუ ჩეხეთის მონახულება ყოველთვის გინდოდათ, მის გასაცნობად ახალი წელი იდეალური დროა. პრაღაში ქუჩის სპექტაკლები დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. სპეციალურად ამ დღისთვის, ქუჩები დატვირთულია ისტორიული კონსტრუქციებით, ცეკვებითა და სიმღერებით. ჰაერი კი ტრადიციული კერძების არომატული სუნითაა გაჟღენთილი.

შვედეთი - ეს ის ქვეყანაა, სადაც ახალ წელს შეხვედრას ბავშვებთან ერთად გვირჩევენ. სტოკჰოლმში უამრავი მუზეუმი და ატრაქციონების დიდი პარკი გელოდებათ, რომელიც შობისთვის საგანგებოდ ირთვება. მიუხედავად იმისია, რომ შვეიცარის ალპები წლის ნებისმიერ დროს საოცარი სანახავია, როგორც გამოცემები წერენ, ახალ წელს ჩასული ტურისტებისთვის მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

სიდნეი, ავსტრალია - როგორც ამბობენ, ავსტრალიის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქში ყველაზე კარგად იციან, როგორ აღნიშნონ ახალი წელი. აქ ეს დღე განსაკუთრებული იმითაცაა, რომ მსოფლიოს ბევრი ქალაქისგან განსხვავებით, ახალ წელს ზაფხულია. მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფარება. აქვე ეწყობა საახალწლო ფესტივალი. ბარები და რესტორნები, მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საშუალო და დიდი ზომის გემებზეცაა განთავსებული. ახალი წლისთვის სიდნეიში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩადის.

იტალია - ყველაზე მხიარული ახალი წლის გასატარებლად მოგზაურები იტალიაში ჩასვლას გვირჩევენ. ადგილობრივებს ძალიან უყვართ ახალი წელი და მას ყველა ქალაქში გრანდიოზულად ხვდებიან. საახალწლოდ იტალიის ქალაქები შესაბამისი დეკორაციებით გამორჩეულად ირთვება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საახალწლო ბაზრობებია. როგორც დასავლური მედია წერია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ახალ წელს იტალიაში შედარებით დაბალი ფასებია.

თურქეთი, სტამბული - ტურისტების უმრავლესობა სტამბულს სწორედ ზამთრის არდადეგებზე სტუმრობს. აქ როგორც წესი, ადგილობრივები ახალ წელს არ აღნიშნავენ, თუმცა ტურისტებისთვის ქუჩები სპეციალურად ირთვება და სხვადასხვა დაწებულებები გრანდიოზულ საახალწლო პროგრამებს ადგენენ. სტამბულში ფასები საშუალოა, კლიმატი კი ზომიერი, ტემპერატური 12 გრადუსამდე აღწევს.

ბრიტანეთი - ლონდონი - „ზღაპრული“ ასე ახასიათებენ მოგზაურები საშობაოდ მორთულ ლონდონს. საახალწლოდ მორთული სახლები, სუვერინებისა და დელიკატესების ბაზრობები, რომელსაც გვიან ღამით ფოიერვერკი აგვირგვინებს.

ლონდონში ამ დროს კლიმატი საკმაოდ თბილია და 7 გრადუსს აღწევს, თუმცა ტენიანობის გამო, ტემპერატურა განსხვავებულად იგრძნობა. ლონდონში ახალ წელს შეგიძლიათ მუზეუმებსაც ეწვიოთ და ზოგიერთ მათგანში შესვლა სრულიად უფასოდ შეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ უცხოური მედიის მიერ შედგენილ რეიტინგებში საქართველოც მოხვდა. მათი თქმით, ახალ წელს ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი გუდაური და თბილისია, რომელიც საკმაოდ დაბალი ფასებით გამოირჩევა.

ნინი ქეთელაური
მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს